Request edit access
კარიერული მენთორშიფის პროგრამა
დასაქმდი ჩვენთან ზაფხულის სამი თვის განმავლობაში და მიიღე უნიკალური შანსი ჩაერთო "სუფთა სახლის" კარიერული მენტორშიფის პროგრამაში!

რა არის კარიერული მენტორშიფის პროგრამა?

კარიერული მენტორშიფის პროგრამა ეს არის თეორიისა და პრაქტიკის სინთეზი, იმ ახალგაზრდა ადამიანებისათვის ვისაც სურს გაერკვეს საკუთარ პროფესიულ არჩევანში, გამოკვეთოს ძლიერი და სუსტი მხარეები, მოახდინოს თვითიდენტიფიცირება, გაძლიერდეს პიროვნულად და ამ ყველაფრის ფონზე ეფექტურად დაპოზიციონირდეს დამსაქმებლის წინაშე, 
გაიმყაროს პრაქტიკული ცოდნა კომპანიის ადმინისტრაციული მენეჯმენტის სხვადასხვა დეპარტამენტებში, როგორიც არის ადამიანური რესურსების მართვა, მარკეტინგი, PR და სოციალური მედიის მართვა, ადმინისტრაციული და კორპორატიული სამართალი, გაყიდვები, E-commerce, ბიზნეს პროცესების მართვა, ფინანსური მენეჯმენტი, აუდიტი და სხვა. 

პროგრამა არის 6 კვირიანი, ამ პერიდოის მანძილზე პროგრამის მონაწილეებს ჩაუტარდებათ 6 თეორიული და 6 პრაქტიკული შეხვედრა, რომლებიც დაფუძნებულია Role Play და case study მოდელზე, რაც მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას ცოდნის მიღების პარალელურად უშუალოდ ჩაერთონ კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებისა და ბიზნეს პროექტების მართვის პროცესში, ხელმძღვანელი პირებისგან მიიღონ პრატქიკული ცოდნა, მათთან ერთად მოახდინონ სხვადასხვა ქეისებისა თუ სიტუაციური ამოცანების ანალიზი - მოახდინონ ბიზნესის მართვის მექანიზმების ეფექტური სიმულაცია.

დარგებად დაყოფილი პროგრამის მიმდინარეობის პარალელურად მონაწილეებს ჩაუტარებათ კარიერული ქოუჩინგის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული საერთო მასტერკლასები, რის საფუძველზეც: 
  • მონაწილეთათვის შეიქმნება ინდივიდუალური კარიერული ბრენდ ბუქი, რაც მოიცავს:
  • თანამედროვე სტანდარტის რეზიუმესა თუ კარიერული რეპრეზენტალურობის ინსტრუმენტების სტანდარტიზებას
  • ეფექტური გასაუბრებისა და დამსაქმებელთან მოლაპარაკების წარმოების ხელოვნებას
  • შრომის სამართალს - რა უნდა ვიცოდეთ სანამ დავსაქმდებით და სხვა.
რატომ გჭირდება კარიერული მენტორშიფი?

დღეს როდესაც დასაქმების ბაზარს აქვს მრავალფეროვანი მოთხოვნა ახლგაზრდა ადამიანის მიმართ, აუცილებელია პირველ რიგში მკაფიოდ გვქონდეს გააზრებული რისი კეთება გვსურს და საით მივდივართ, ასევე აუცილებელია აღვიჭურვოთ ყველა იმ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტითა თუ პრაქტიკული ცოდნით, რასაც გთხოვს დღეს თანამედროვე სტანდარტები

სწორედ ამ მიზნების რეალიზებას ემსახურება "სუფთა სახლის" კარიერული მენტორშიფის პროგრამა!

პროგრამის დასასრულს მონაწილე მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს და დამატებით, მოთხოვნისამებრ სარეკომენდაციო წერილს კომპანიის HR-ისა და იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან, სადაც გაივლის დარგობრივ მენტორშიფს.
  • მენტორშიფის პროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელი პირობაა "სუფთა სახლის" ქსელის ფილიალებში მოლარისა და/ან კონსულტანტის პოზიციაზე საზაფხულო დასაქმება
  • საზაფხულო დასაქმებისა და მენთორშიფის პროგრამაში მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრებების შედეგად, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც სტუდენტებს, განურჩევლად კურსისა, ასევე კურსდამთავრებულებს.
  • პროგრამის I ეტაპი: რეგისტრაცია და მონაწილეთა შერჩევა 
  • პროგრამის II ეტაპი: საზაფხულო ანაზღაურებადი დასაქმება კომპანიის ფილიალებში თბილისის მასშტაბით მოლარესა და/ან კონსულტანტის პოზიციაზე, მონაწილე დასაქმდება ზაფხულის სამი თვის მანძილზე მოქნილი გრაფიკითა და განრიგით - თვეში მხოლოდ 15 სამუშაო დღე
  • პროგრამის III ეტაპი: ყველა მონაწილე ვინც შეირჩევა აღნიშნული სამ თვიანი საზაფხულო დასაქმების პროგრამისთვის, პარალელურად გაივლის მენტორშიფის პროგრამის სრულ პაკეტს, მენთორშიფის აჯენდა: 6 კვირა, კვირაში ორი დღე (საათნახევრიანი სესია-მასტერკლასი და პრაქტიკა, ივლისსა და  აგვისტოში.)
  • პროგრამის IV ეტაპი: სრული პროგრამის დასრულების შემდგომ, მოხდება კანდიდატებთან გასაუბრებები, რის საფუძველზეც გამოვლინდებიან კანდიდიატები გრძელვადიანი დასაქმების პერსპექტივით  კომპანია "სუფთა სახლისა" და/ან მისი პარტნიორი ბიზნეს კომპანიების მასშტაბებით. 
თუ კი ხარ სტუდენტი და გსურს ეფექტურად დაგეგმო საკუთარი კარიერა, ეს პროგრამა სწორედ შენთვის არის!

#ისრაცარუნდაგამოტოვო #დააგემოვნეპროფესია #კარიერასუფთასახლში


Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი, გვარი *
უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი *
საკონტაქტო ტელეფონი *
საკონტაქტო ელ-ფოსტა *
რატომ გსურთ პროგრამაში მონაწილეობა? 
რა არის თქვენი მიზანი, რისი მიღწევაც გსურთ აღნიშნულ პროგარმაში ჩართვით
*
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy