საქართველოს ბანკის საოპერაციო დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისების ინფრასტრუქტურის მართვის და ხარისხის კონტროლის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:


  • სს „საქართველოს ბანკი“-ს ბექ ოფისების მონიტორინგი შემდეგი მიმართულებებით: სისუფთავე, ინტერიერის/ექტერიერის ვიზუალური მდგომარეობა , ელექტრო და სარემონტო მიმართულებები;

  • ტექნიკური, მარტივი გამოვლენილი საკითხების მოგვარება;

  • ელექტროობის მიმართულებით: მარტივი/საშუალო პრობლემების იდენტიფიცირება, საკითხში დეტალურად გარკვევა,რთული საკითხების შესაბამისი რგოლებისთვის ოპერატიული ინფორმირება/მხარდაჭერა

  • ქსელების მიმართულებით: მაგიდების კაბელების მოწესრიგება, მონიტორებთან კაბელების მოწესრიგება და ა.შ.

  • გათბობა-გაგრილება-ვენტელაციის მიმართულებით: პულტის და თერმოსტატების დარეგულირება, დრენაჟის მილის მოწესრიგება და ა.შ;

  • დასუფთავების მიმართულებით: ხარვეზების დაფიქსირება და დასუფთავების ჯგუფებისთვის საკითხის გადაცემა;

  • ლოჯისტიკის მიმართულებით: მარტივი დავალებების შესრულება, ბექ-ოფისიდან გაწერების/დაბრუნებების კონტროლი;

  • კრიტიკული საკითხების გაზიარება პასუხისმგებელ პირებთან, მოგვარების ვადების კონტროლი და შიდა სამსახურებთან ეფექტური კომუნიკაცია.

  • ინფრასტრუქტურის მართვისა და ხარისხის კონტროლის სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერა საქმიანობის შესრულებისას პოზიტიური სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება;


სასურველი პროფაილი:


·განათლება: ბაკალავრის ხარისხი, სასურველია ტექნიკური სპეციალობები

·გამართული კომუნიკაციის უნარები, როგორც ვერბალური, ასევე წერითი.

·გუნდური მუშაობისა და გუნდის მართვის უნარი

·სრული სურათის დანახვისა და ამავდროულად დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი

·კომპიუტერული, საოფისე პროგრამების სრუყოფილი ცოდნა


 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 7 მაისი, 2024

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით